გერმანიაში კორონავირუსის 18 773 ახალი შემთხვევა დადასტურდა
გერმანიაში კორონავირუსის 18 773 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო დღე-ღამეში, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18 773-ით გაიზარდა.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 120 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის სამი მილიონ 287 ათასზე მეტი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 81 564 შეადგინა.