ისრაელის მედია – დონალდ ტრამპს და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის გასული კვირის ბოლოს ირანის შესახებ სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა

13:03, 11.11.2026

დონალდ ტრამპს და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის გასული კვირის ბოლოს სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სატელეფონო საუბრის მთავარი თემა ირანი იყო. ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც ისრაელს და აშშ-ს შორის უთანხმოება არსებობს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ომის განახლების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

სატელეფონო საუბრის დეტალების მცოდნე წყაროების თანახმად, ეს იყო განსაკუთრებით რთული და მწვავე საუბარი; ერთ-ერთმა წყარომ მას „ჯოჯოხეთური ყვირილიც“ კი უწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატი კატეგორიულად უარყოფს ამგვარ შეფასებებს და აცხადებს, რომ საუბარი სულაც არ ყოფილა რთული.

„ყალბი ამბები, სრული სისულელეა“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს აპარატის საპასუხო განცხადებაში.

ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმაც დაადასტურა, რომ საუბარი შედგა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის „სულაც არ ყოფილა რთული“.

მსგავსი