გერმანიაში კორონავირუსის 18 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში კორონავირუსის 18 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

​ბოლო 24 საათში, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18 034-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 285 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3,5 მილიონამდე შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი ქვეყანაში 83 876 შეადგინა.