გერმანიაში კორონავირუსის 16 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 465 პაციენტი
გერმანიაში კორონავირუსის 16 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 465 პაციენტი

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 465 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 40 343 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 16 946-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 1 908 527 შემთხვევა.