გერმანიაში კორონავირუსის 15 974 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 148 პაციენტი
გერმანიაში კორონავირუსის 15 974 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 148 პაციენტი

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 148 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 48 770 შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15 974-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის ორ მილიონ 68 ათასზე მეტი შემთხვევა.