გერმანიაში კორონავირუსის 1 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში კორონავირუსის 1 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 911-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 33 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3 653 000-ზე მეტი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი, ქვეყანაში 87 456 შეადგინა.