გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 9 705 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 975 ადამიანი
გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 9 705 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 975 ადამიანი

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 975 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 58 956 შეადგინა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 705-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 237 ათასზე მეტი შემთხვევა.