გერმანიაში ერთ დღეში კორონავირუსის 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი

09:20, 29.07.2020

გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ გერმანიაში „კოვიდ-19“ უკვე 206 826 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ბოლო ერთ კვირაში უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ყოველდღიურად კორონავირუსული ინფექციის 600-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით უკვე 9 128 ადამიანი გარდაიცვალა.

გერმანიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ქვეყანა სწრაფად განვითარებადი პანდემიის შუაგულშია.

მსგავსი