ნიუ იორკში, კერძოდ ბრუკლინის რაიონში, სამსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ნიუ იორკში, კერძოდ ბრუკლინის რაიონში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, ბოლო მონაცემებით, რვა ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია, სულ მცირე, 19 ადამიანი, მათ შორის, სამი მაშველი. დაშავებულთაგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ცნობილია, რომ ნანგრევებიდან, სულ მცირე, შვიდი ბავშვი და ორსული ქალიც ამოიყვანეს, თუმცა ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის, ისინი დაშავებულთა შორის ირიცხებიან თუ დაღუპულები არიან.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, სულ მალე ნიუ იორკში უხვი ნალექი და შტორმია მოსალოდნელი, რაც სამაშველო ოპერაციას გაართულებს და ადგილზე დამატებით საფრთხეს შექმნის.