გერმანიაში ბუნდესლიგის 9 მაისს განახლება რეალური ხდება
გერმანიაში ბუნდესლიგის 9 მაისს განახლება რეალური ხდება

ორშაბათს, ბავარიის პრემიერ-მინისტრმა მარკუს ზედერმა, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის პრემიერ-მინისტრმა არმინ ლაშეტმა და გერმანიის საფეხბურთო ლიგის დირექტორმა კრისტიან ზაიფერტმა გამოაცხადეს, რომ მალე შესაძლებელი იქნება გერმანიის ჩემპიონატის განახლება. მათი განცხადების თანახმად, 9 მაისიდან შეიძლება ჩატარდეს მატჩები მაყურებლების გარეშე.

ამ განცხადებას მაშინვე გამოეხმაურა გერმანიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი იენს შპანი:

„ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა ზედმეტი არ მოგვივიდეს ან შეცდომა არ დავუშვათ გადაწყვეტილების მიღების დროს. მაყურებლების გარეშე თამაშები – ესეც სერიოზული რისკია. მაგრამ, ვფიქრობ, ასეთი მატჩების ჩატარება სავსებით შესაძლებელია. 9 მაისს ფეხბურთი შეიძლება დაუბრუნდეს მილიონობით მაყურებელს, ოღონდ ცარიელი ტრიბუნებით“.

ბუნდესლიგაში სეზონი მინიმუმ 30 აპრილამდეა შეწყვეტილი. ამ მომენტისთვის, ჩატარებულია 25 ტური და ლიდერობს მიუნხენის „ბაიერნი“.