გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 20 398 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 013 ადამიანი
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 20 398 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 013 ადამიანი

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 013 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 49 783 შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 20 398-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის ორ მილიონ 88 ათასზე მეტი შემთხვევა.