გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 32 552 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 964 პაციენტი

09:58, 31.12.2020

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 552 ადამიანი დაინფიცირდა და 964 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

31 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 1 719 737 შემთხვევა. მათ შორის, ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 33 071 ადამიანისთვის.

დღეისათვის მკურნალობას განაგრძობს 400 000-მდე პაციენტი. ვირუსი უკვე დაძლია 1.3 მილიონმა პირმა.

მსგავსი