გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 611 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 158 ინფიცირებული

10:09, 29.11.2020

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 14 611-ით გაიზარდა, რაც წინა დღის მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით შვიდი ათასით ნაკლებია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 42 ათასზე მეტი შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 158 ადამიანი. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 16 123 შეადგინა.

მსგავსი