გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ​7 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 145 ადამიანი
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ​7 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 145 ადამიანი

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 145 ადამიანი ემსხვერპლა და 7 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში აღრიცხულია 2.386 მილიონი შემთხვევა. მათგან ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 67 841 პაციენტისთვის.