გერმანიაში, ავსტრიის საზღვართან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში, ავსტრიის საზღვართან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ავსტრიის საზღვართან საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც გერმანული მედია ზემო ბავარიის პოლიციის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით წერს, 39 წლის მამაკაცი ავტომაგისტრალზე ავსტრიის ზალცბურგის მიმართულებით, ავტომობილით გადაადგილდებოდა.

ის საპატრულო პოლიციამ დააკავა. საქართველოს მოქალაქის ავტომობილში 30 ათასი ევროს ღირებულების ნივთები აღმოჩნდა, რომელთა შეძენის დამადასტურებელი საბუთები მან სამართალდამცველებს ვერ წარუდგინა.

პოლიცია ეჭვობს, რომ მანქანაში აღმოჩენილი ნივთების ნაწილი მიუნხენშია მოპარული.

მამაკაცი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს