გერმანიამ ჩემპიონთა ლიგაზე დამატებითი საგზური მოიპოვა #1TVSPORT
გერმანიამ ჩემპიონთა ლიგაზე დამატებითი საგზური მოიპოვა #1TVSPORT

მას შემდეგ, რაც „დორტმუნდმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ დაამარცხა, გერმანიის ბუნდესლიგამ დამატებითი მეხუთე საგზური მოიპოვა 2024-25 წლების ჩემპიონთა ლიგაზე.

2023-24 წლების სეზონის შედეგების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის დამატებითი ორი საგზური ევროპის ორ საუკეთესო ეროვნულ ჩემპიონატს ეკუთვნოდა, რომლებიც სამივე ევროტურნირზე ყველაზე მეტ სარეიტინგო ქულას დააგროვებდნენ.

პირველი ადგილი განაღდებული აქვს იტალიის სერია A-ს. ბუნდესლიგა ნამდვილად გახდება მეორე, რადგან უკვე მოაგროვა ამ სეზონში 18,357 ქულა. ინგლისი, რომელსაც ახლა 17 375 ქულა აქვს, ვერ დააგროვებს 18 250-ზე მეტს, საფრანგეთი კი ვერ გასცდება 18 083 ქულას.

ასე რომ, მომდევნო სეზონში იტალიასა და გერმანიას ჩემპიონთა ლიგაზე 5-5 გუნდი ეყოლებათ. გერმანული ხუთეული უკვე ცნობილია: „ლევერკუზენი“, „ბაიერნი“, „შტუტგარტი“, „ლაიპციგი“ და „დორტმუნდი“.