გერმანია რუსეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის ზომებს ამკაცრებს

11:46, 26.06.2021

გერმანია რუსეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის ზომებს ამკაცრებს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

რობერტ კოხის ინსტიტუტის განცხადებით, ამიერიდან რუსეთიდან გერმანიაში ჩასულ ადამიანებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, რომლის დარღვევა არც „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

შეზღუდვის დაწესების მიზეზი „კოვიდ-19“-ის დელტა ვარიანტია.

მსგავსი