გერმანია რუსეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის ზომებს ამკაცრებს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
რობერტ კოხის ინსტიტუტის განცხადებით, ამიერიდან რუსეთიდან გერმანიაში ჩასულ ადამიანებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, რომლის დარღვევა არც „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
შეზღუდვის დაწესების მიზეზი „კოვიდ-19“-ის დელტა ვარიანტია.