გერმანია 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონია - ნმეჩამ პორტუგალიას ფინალში მეორედ გაუტანა, პირველად ეს საქართველოში მოახერხა #1TVSPORT
გერმანია 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონია - ნმეჩამ პორტუგალიას ფინალში მეორედ გაუტანა, პირველად ეს საქართველოში მოახერხა #1TVSPORT

გერმანიის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია – სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ახალგაზრდული ბუნდესნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე ლუკას ნმეჩამ გაიტანა, რომელიც უნიკალური ფეხბურთელია. ის ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, ორივეჯერ ფინალში გაიტანა, ორივეჯერ პორტუგალია დაამწუხრა, მაგრამ ეს წარმატებები სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებების ფორმით იზეიმა.

ნმეჩამ 2017 წელს საქართველოში გამართულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ფორმით ითამაშა, ფინალში კი, გორის „თენგიზ ბურჯანაძე“ არენაზე“ პორტუგალიის კარში კრის მაუნტის გადაცემით 88-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და ინგლისს 19-წლამდელებში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

2019 წელს „მანჩესტერ სიტის“ კუთვნილმა და „ანდერლეხტში“ იჯარით გაშვებულმა ნმეჩამ საფეხბურთო მოქალაქეობა შეიცვალა და გერმანიის სახელით თამაში გადაწყვიტა, სადაც დაიბადა. ახლა უკვე მასთან ერთად მოიპოვა ჩემპიონობა. გერმანია კი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა – პირველ ორ წარმატებას გუნდმა 2009 და 2017 წლებში მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს გადაწყვეტილებით, პორტუგალიისა და გერმანიის ნაკრებების ფინალური მატჩი ქართველმა მთავარმა არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა და მისი ბრიგადამ განსაჯეს (ასისტენტები – ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, მეოთხე მსაჯი – ირაკლი კვირიკაშვილი).