გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართა
გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართა

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს „რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართა.

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს უწყება.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

პროკურატურამ  ნიკა გვარამიას ბრალის დადგენილება გუშინ გააცნო.

ამასთან, როგორც ნიკა გვარამიამ გუშინ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, პროკურატურას ორი არჩევანი აქვს – მისი თავისუფლება ან პატიმრობა, რადგან არანაირ გირაოს არ გადაიხდის.