გედიმინას კირკილასი - როდესაც საქართველოს მისწრაფებას ვუყურებ, ჩვენს გამოცდილებასთან შედარებით, საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მეტად მომზადებულია
გედიმინას კირკილასი - როდესაც საქართველოს მისწრაფებას ვუყურებ, ჩვენს გამოცდილებასთან შედარებით, საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მეტად მომზადებულია

როდესაც საქართველოს მისწრაფებას ვუყურებ, თუ შევადარებთ ლიეტუვას გამოცდილებას, დღეს საქართველო წევრობისთვის უფრო მეტად მომზადებულია, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ლიეტუვის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერმა, გედიმინას კირკილასმა განაცხადა.

​„გამოცდილება, რასაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აჩვენებს, ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო ინსტიტუტია მას შემდეგ, რაც შემოვუერთდით ჩვენ. გადაწყვეტილებები რომელსაც პარლამენტი აქ იღებს, ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებს ეგზავნებათ. ამიტომ არის აუცილებელი შეძლებისდაგვარად აქტიურობა ასეთ სხდომებზე, რადგან აქ არიან პარლამენტარები, პოლიტიკოსები და აუცილებელია ამის გამოყენება ნატო-ს შემდეგი სესიისთვის. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ პარტნიორების პოვნა, როგორებიც არიან ლიეტუვა, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები, რომლებიც საქართველოს წევრობის ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერმა.

მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია, დახმარება სთხოვოს ნატო-ს წევრ ქვეყნებს, რათა მათ გაგზავნონ შესწორებები რეზოლუციებსა და დოკუმენტებში, რომ საქართველოს მისწრაფება არის, გახდეს ნატო-ს წევრი.

„საქართველოს გაწევრიანებისთვის პირველ რიგში აუცილებელია შეძლებისდაგვარად მეტი შესწორებები უნდა ჩავდოთ უშუალოდ ნატო-ს რეზოლუციებსა და ანგარიშებში, იმის გამო, რომ თქვენ ჯერ ასოცირებული წევრები ხართ ნატო-სი, შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ ნატო-ს წევრ ქვეყნებს ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთს. ასევე დანიას, ნორვეგიას, აშშ-ს, როგორც ნატოს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან წევრს, რათა გაგზავნონ შესწორებები რეზოლუციებსა და დოკუმენტებში, რომ საქართველოს მისწრაფება არის, გახდეს ნატო-ს წევრი, რომ არის სამშვიდობო ოპერაციების კონტრიბუტორი. ნატო-ს გაფართოება ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. როდესაც საქართველოს მისწრაფებას ვუყურებ, თუ შევადარებთ ლიეტუვას გამოცდილებას, დღეს საქართველო წევრობისთვის უფრო მეტად მომზადებულია“,- აღნიშნა გედიმინას კირკილასმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესია ლონდონში დღეს დაიხურება. საშემოდგომო სესიის ფარგლებში მომზადებულ და კომიტეტებზე განხილულ ანგარიშებს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ, ასევე კენჭს უყრიან სხვადსხვა დოკუმენტში შესატან შესწორებებს.