გედევან ფოფხაძე - შემოთავაზებული სიიდან უკვე ჩანს მოსამართლეობის იმ კანდიდატთა წრე, რომლის გაყვანაც კლანს სურდა
გედევან ფოფხაძე - შემოთავაზებული სიიდან უკვე ჩანს მოსამართლეობის იმ კანდიდატთა წრე, რომლის გაყვანაც კლანს სურდა

შემოთავაზებული სიიდან უკვე ჩანს იმ კანდიდატების წრე, რომლის გაყვანაც კლანს სურდა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეებად, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გედევან ფოფხაძე უზენაესი მოსამართლეების კანდიდატთა დღეს გამოქვეყნებული სიის შეფასებისას განაცხადა.

„სია თავისთავად ჯერ სრულფასოვანი ანალიზის საშუალებას არ გვაძლევს, სანამ არ გამოიკვეთებიან ის უშუალო კანდიდატები, რომლებიც კლანს უნდა და რა სიაც შემოვა საბოლოოდ პარლამენტში. ამის შემდეგ უფრო სიღრმისეული ანალიზის საშუალება გვექნება, თუმცა შემოთავაზებული სიიდან უკვე ჩანს იმ კანდიდატების წრე, რომლის გაყვანაც სურდა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეებად”, – განაცხადა გედევან ფოფხაძე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია დღეს გაასაჯაროვა. ახალი სიის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოხვდა.  სიაშია ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე.

დატოვე კომენტარი