გედევან ფოფხაძე - „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის განსხვავებული ღირებულებებია და მათი გაერთიანება შეუძლებელია
გედევან ფოფხაძე - „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის განსხვავებული ღირებულებებია და მათი გაერთიანება შეუძლებელია

საქართველოსპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, “ქართულ ოცნებასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის იმდენად განსხვავებული ღირებულებებია, პოლიტიკურ ძალებს შორის რაიმე გაერთიანება შეუძლებელია.

ჟურნალისტებთან საუბარში გედევან ფოფხაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ იცის, გიორგი აბაშიშვილს რა ინფორმაცია აქვს და თავის ვერსიებს რაზე აფუძნებს.

“პარლამენტში მსგავს ტენდენციებს ჯერ ვერ ვხედავ. პრეზიდენტის საწინააღმდეგო კამპანიას არავინ აწარმოებს. არ მგონია, რომ აქცენტი ამაზე ყოფილიყო. გუნდის შიგნით გარკვეული წესების ფორმირება ხდება.  ყველაზე აქტუალურიც ესაა.”ქართულ ოცნებასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის იმდენად განსხვავებული ღირებულებითი ფასეულობებია, ასეთი ალიანსი ფაქტიურად შეუძლებელია”, – განაცხადა ფოფხაძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტში „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირება მიმდინარეობს. მისივე თქმით, უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება.