გედევან ფოფხაძე - არ მომწონს, როცა სალოცავებთან სავაჭრო დაწესებულებებია ან ისეთი ატმოსფერო იქმნება, რაც ღვთისმსახურებას ხელს უშლის
გედევან ფოფხაძე - არ მომწონს, როცა სალოცავებთან სავაჭრო დაწესებულებებია ან ისეთი ატმოსფერო იქმნება, რაც ღვთისმსახურებას ხელს უშლის

არ მომწონს, როცა სალოცავებთან სავაჭრო დაწესებულებებია ან ისეთი ატმოსფერო იქმნება, რაც ღვთისმსახურებას ხელს უშლის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა, რომელიც ჯვრის მონასტრის დაკეტვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით როგორ მოიქცევიან, ეს ეკლესიის წინამძღოლის გადასაწყვეტია.

„არ მომწონს, როცა სალოცავებთან სავაჭრო დაწესებულებებია ან ისეთი ატმოსფერო იქმნება, რაც ღვთისმსახურებას ხელს უშლის. იმ ადამიანებისაც მესმის, რომ სამუშაო ადგილებიც აქვთ და მათი ინტერესები გასათვალისწინებელია, მაგრამ მხარეებს შორის მოლაპარაკებები შედგება და არ მგონია, ამ საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. სასულიერო სივრცეში, ეკლესია-მონასტრებში ვაჭრობა მხოლოდ საეკლესიო ატრიბუტუკით ხდება, სანთლით და ხატით ვაჭრობა ერთია და სხვანაირი ვაჭრობა – სხვაა. ჯვრის მონასტერში მლოცველები იმ
მიზნით მიდიან, რომ წარსულს ეზიარონ და ღვთისმსახურებას დაესწრონ“, – განაცხადა ფოფხაძემ.

ტაძარი მისი წინამძღვრის გადაწყვეტილებით, უკვე მეორე დღეა, დაკეტილია. შესასვლელზე დადებული ბოქლომის მიუხედავად, ტურისტები და მორწმუნეები ჯვრის მონასტერში შემოვლითი გზით მაინც ხვდებიან.