დაკეტილ ჯვრის მონასტერში ტურისტები მაინც ხვდებიან [ვიდეო] 

ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეები ტაძრის გახსნას ითხოვენ. მათი თქმით, ბრალდება ქაოტურ გარევაჭრობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რადგან ისინი წლებია, მათთვის გამოყოფილ ადგილზე საქმიანობენ და ხელს არ უშლიან არც საავტომობილო მოძრაობას და არც ტაძრის ვიზიტორებს.

ტაძარი მისი წინამძღვრის გადაწყვეტილებით, უკვე მეორე დღეა, დაკეტილია.

შესასვლელზე დადებული ბოქლომის მიუხედავად, ტურისტები და მორწმუნეები ჯვრის მონასტერში შემოვლითი გზით მაინც ხვდებიან.

დატოვე კომენტარი