გაზსადენის დაზიანების გამო, სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა
გაზსადენის დაზიანების გამო, სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა

გაზსადენის დაზიანების გამო, სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა.

საუბარია 6000-მდე აბონენტზე.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება ხვალ 10.00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

„გაცნობებთ, რომ ავარიის გამო გაზის მიწოდება შეუწყდა სანზონის (ღრმაღელის) 6000 მდე აბონენტს. კერძოდ – დასახლების კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19, 20, 21, 24, 25, 26, 27, 28, გურამიშვილის გამზ. 15, 15ბ, 19, 19ა, 21, 23, გუდამაყრის ქ. 5, 7, 7ა, 7ბ, ლიახვის ქ. 1, ჩარგლის ქ. 25, 26, 35, მეტრო ,,ღრმაღელესთან” სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ (იგივე დ. გურამიშვილის გამზ. 23ა) შპს „ჯორჯიან ჰაუსის” მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე მუხრანის, ჩარგლის, ნაგომარის, გლინკას, ხორნაბუჯის, თიანეთის, ნ. შენგელაიას, ზიგზაგის, გვაზაურის, ლიახვის, რატევანის, ჟინვალის, ჭოპორტის, დ. გარეჯელისა და ბოგვის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ და საბიუჯეტო ორგანიზაციებს, მათ შორისაა ჩარგლის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი #31, საჯარო სკოლა # 32, სკოლა # 207 და სხვა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგება ხვალ 21 აპრილს 10.00 სთ-დან და დასრულდება 16:00 სთ-მდე. კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, დაიცვათ გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები“ , – აცხადებენ კომპანიაში.

სანზონის, მუხრანისა და ტიბაანის ქუჩების კუთხეში გამავალი მაგისტრალური გაზსადენი ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია კომპანია „თბილისი ენერჯის“ სამსახური და საშუალო წნევის მილსადენის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.