ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, მუხრანის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

17:42, 20.04.2020

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია ამ წუთებში თბილისში, მუხრანის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ტერიტორიაზე გაზის მილი დაზიანდა და ბუნებრივი აირის ძლიერი გაჟონვა დაფიქსირდა.

მილის დაზიანება მანქანის შეჯახებამ გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა დროულად მოახერხეს მილის გადაკეტვა, თუმცა მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, იქ მცხოვრებთა ევაკუაცია გადაწყდა.

რაც შეეხება ავტომობილის მძღოლს, იგი ადგილიდან მიიმალა და მის დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.

მსგავსი