ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ მიიღებს „ოქროს ბურთს“ საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც დღეს პარიზში გაიმართება.
გამოცემის მტკიცებით, ჟურნალ France Football-ის ვერსიით 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ ფორვარდი – ქარიმ ბენზემა გახდება.
წლის საუკეთესო მეკარის პრიზს მიიღებს ასევე „რეალის“ კარის დარაჯი – ტიბო კურტუა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი „ბარსელონას“ ნახევარმცველი – გავი დასახელდება.
საფრანგეთის დედაქალაქში „ოქროს ბურთის“ გადაცემის საზეიმო ცერემონია თბილისის დროით 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.