გაზდელიანმა „სამგურალი“ დატოვა და „გაგრაში“ ითამაშებს #1TVSPORT
გაზდელიანმა „სამგურალი“ დატოვა და „გაგრაში“ ითამაშებს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ გუნდთან ერთად არ არის თავდამსხმელი გაგა გაზდელიანი – კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ის კარიერას ეროვნულ ლიგაში დაწინაურებულ „გაგრაში“ გააგრძელებს.

„წყალტუბოს „სამგურალი“ გაგა გაზდელიანმა დატოვა. მას კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა. გაზდელიანი „სამგურალის“ ღირსებას ორი წლის განმავლობაში იცავდა, გასულ სეზონში კი იჯარის წესით „გაგრაში“ თამაშობდა. მადლობას ვუხდით მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში“, – წერია „სამგურალის“ განცხადებაში.

წყალტუბოს „სამგურალის“ ნახევარმცველი გაგა გაზდელიანი საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ“ კონფერენციათა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს „სუტიესკასთან“ მატჩამდე დაიმატა. მაშინ კლუბებს შორის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.

23 წლის გაგა გაზდელიანი მარცხენა ფლანგის შემტევია. 17 წლის ასაკში მარტვილის „მერანში“ მიიწვიეს. ასევე თამაშობდა ტყიბულის „მეშახტეში“, „სამგურალში“ კი 2019 წლის პირველ ივლისს ჩაირიცხა. ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში წყალტუბოელთა შემადგენლობაში ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ხოლო „გაგრაში“ 17 მატჩი და ერთი გოლი გაიტანა.

სამგურალში“ ახალი სეზონის დაწყებამდე დიდი ცვლილებები მოხდა – გუნდს გიორგი მიქაძე გაწვრთნის, რომელმაც ბევრი ახალი ფეხბურთელი მიიწვია – მეკარე ლევან შოვნაძე, მცველები დავით მაისაშვილი, ანდრია დევდარიანი, ნახევარმცველები ჯეფერსონ ჯერალდო, ირაკლი რუხაძე, მიხეილ ბაშელეიშვილი და თავდამსხმელი მამია გავაშელიშვილი.

ამას გარდა, წყალტუბოს „სამგურალი“ ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა, ესენი არიან: პაპუნა ფონიავა, გიორგი ბუხაიძე, ირაკლი ლექვთაძე, დათო კირკიტაძე და მეკარე კახა მეშველიანი.