გავრცელდა ბუცების ფოტო, რომლითაც მესი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT

07:57, 07.11.2022

ცნობილმა პორტალმა Footy Headlines-მა გამოაქვეყნა არგენტინის ნაკრების კაპიტან ლიონელ მესის ბუცების ფოტო, რომლითაც ფორვარდი ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

მოდელის დიზაინი, რომელმაც მიიღო სახელწოდება The Adidas X Messi 2022 World Cup Speedportal, შთაგონებული იყო ბუცებით, რომლითაც მესიმ 2006 წელს გერმანიაში თავის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.

არგენტინის ნაკრები ყატარში C ჯგუფში ითამაშებს საუდის არაბეთის, მექსიკისა და პოლონეთის წინააღმდეგ.

მსგავსი