„ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ახლოს არის კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან.
„სპორტიტალიას” ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი შეხვდა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს და შეხვედრისას მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ.
იტყობინებიან, რომ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. გატუზოს ხელფასი წელიწადში 1.6 მილიონ ევროს გაუტოლდება.
ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით, „ნაპოლიმ” იტალიის თასი მოიგო. ფინალში მან პენალტების სერიაში აჯობა „იუვენტუსს”.