„ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი - დაბრუნებით ბედნიერი ვარ, კვარაცხელიასთან მუშაობა მომენატრა #1TVSPORT
„ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი - დაბრუნებით ბედნიერი ვარ, კვარაცხელიასთან მუშაობა მომენატრა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ პლეი ოფის პირველ მატჩამდე „ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ პრესკონფერენცია გამართა და, კატალონიურ გრანდთან მოახლოებული დაპირისპირების გარდა, მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზეც ისაუბრა.

„ბედნიერი ვარ, რომ „ნაპოლიში“ დავბრუნდი, იმედი მაქვს, გულშემატკივარს ჩემი მუშაობა მოეწონება. მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ფეხბურთელებისთვის ბევრი არაფერი მითქვამს, არ მინდა, ზედმეტად შევაწუხო, მათ ისედაც კარგად ვიცნობ – დი ლორენცოს, კვარაცხელიას, ოსიმენს, პოლიტანოს, მათთან მუშაობა მომენატრა.

კლუბის პრეზიდენტს მდგომარეობის გამოსწორება სურს. კარგად ვიცი, რა გუნდში მოვედი, რა მიზანი აქვს. აქ იმიტომ ვარ, რომ ამ ფეხბურთელების შესაძლებლობების მჯერა და მინდა, რომ  საკუთრი ძალების მათაც ირწმუნონ.

რას შეეხება სათამაშო სქემას – 4-3-3-ს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ფეხბურთელების შესაძლებლობებსაც გავითვალისწინებ. არა მგონია, არასტაბილური თამაშის მიზეზი ფიზიკური მომზადება იყოს – უფრო ფსიქოლოგიურ ფაქტორს გამოვარჩევდი. ჩვენი ამოცანაა, ფეხბურთელები ფსიქოლოგიური წნეხისგან გავათავისუფლოთ.

წინ „ბარსელონასთან“ მატჩი გვაქვს, მაგრამ ჩვენ „ნაპოლი“ ვართ, ძლიერი გუნდი, რომელსაც ევროპაში პატივს სცემენ. ამიტომ საკუთარ სტადიონზე, თავი არ უნდა დავზოგოთ და ჩვენი  გულშემატკივარი გამარჯვებით გავახაროთ“, – განაცხადა ფრანჩესკო კალცონამ.