გარი კასპაროვი - რუსეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვია „მცირეა", იმიტომ რომ ეს ტყუილია
გარი კასპაროვი - რუსეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვია „მცირეა", იმიტომ რომ ეს ტყუილია

მსოფლიოს მე-13 ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა ილაპარაკა რუსეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობაზე.

უფრო ადრე, ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა გამოაქვეყნა მასალა სახელწოდებით – „რატომ არის 144-მილიონიან რუსეთში კორონავირუსის უფრო ნაკლები შემთხვევა, ვიდრე ლუქსემბურგში“. მასში წერია, რომ „რუსეთის პრეზიდენტის სტარტეგია COVID-19-თან ბრძოლაში, როგორც ჩანს, მუშაობს“.

„რატომ იმართება CNN პუტინური პროპაგანდით? რუსეთში დაავადებულთა რაოდენობა “მცირე” იმიტომ არის, რომ ეს სიცრუეა. ისინი ყოველთვის იტყუებიან იქამდე, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება.

ისინი არ ებრძვიან დეზინფორმაციას. ისინი ებრძვიან სიმართლეს. მე გაცოფებული ვარ“, – დაწერა კასპაროვმა სოციალურ ქსელში.