გარემოს დაცვის კომიტეტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა 

19:53, 29.11.2017

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანებას არ ეთანხმება, შესაბამისად, კომიტეტის წევრებმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირეს.

“პაკეტს მხარი არ დაუჭირა კომიტეტმა. დათქმა იქნება, რომ ყველა სხვა ნაწილში მხარს უჭერს, მაგრამ გარემოს დაცვის კომპონენტის გამო, მხარს არ ვუჭერთ. ვერ ვხედავთ მიზანშეწონილობას, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს წიაღისეულის კომპონენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდეს”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილების განხილვა პარლამენტში მიმდინარე კვირას დაიწყო. ცვლილებების თანახმად, საქართველოში სამინისტროების რაოდენობა 13-მდე მცირდება.

მსგავსი