„გარდიანი“ - ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ ძალაში შედის გეგმა, კოდური სახელწოდებით „ლონდონის ხიდი“
„გარდიანი“ - ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ ძალაში შედის გეგმა, კოდური სახელწოდებით „ლონდონის ხიდი“

ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ ძალაში შედის გეგმა, კოდური სახელწოდებით „ლონდონის ხიდი“, – ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

გეგმა სპეციალურად არის შედგენილი მონარქის გარდაცვალების შემთხვევისთვის.

როგორც „გარდიანი“ აღნიშნავს, უახლოეს ხანში გაერთიანებულ სამეფოსა და იმ ქვეყნებში, რომელთა მეთაურიც დედოფალი იყო, გამოცხადდება ათდღიანი გლოვა.

დედოფლის დაკრძალვის დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ცერემონიალის გეგმას მეფე დაამტკიცებს.

ტრადიციის მიხედვით, დედოფლის გარდაცვალების შესახებ ცნობას გამოაკრავენ ბუკინგემის სასახლის ჭიშკარზე.

სამეფო რეზიდენცია სტუმრებისთვის დაიხურება.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში დღეს, შოტლანდიაში გარდაიცვალა.