გარდაიცვალა როჯერ ფედერერის ყოფილი მწვრთნელი #1TVSPORT
გარდაიცვალა როჯერ ფედერერის ყოფილი მწვრთნელი #1TVSPORT

60 წლის ასაკში გარდაიცვალა შვედი საჩოგბურთო სპეციალისტი პეტერ ლუნდგრენი, რომელიც ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელის როჯერ ფედერერის მწვრთნელი იყო. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ლუნდგრენის ვაჟმა, ლუკასმა გაავრცელა.

„სამწუხაროდ, ერთ-ერთმა საუკეთესომ ძალიან ადრე დაგვტოვა. მწვრთნელი, მოთამაშე, მეგობარი და მამა. აღმაფრენა და დახმარების ხელი ბევრისთვის როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შენ დატოვე კვალი და შენზე მოგონება სამუდამოდ დარჩება“, – დაწერა ლუკასმა სოციალურ ქსელში.

სიკვდილის მიზეზი უცნობია. 2023 წელს ლუნდგრენმა მარცხენა ფეხის ნაწილის ამპუტაცია გადაიტანა კოჭის მოტეხილობის გამო.