გარდაიცვალა ჩემპიონთა თასის ექვსგზის მფლობელი - მადრიდის „რეალმა“ ლეგენდა დაკარგა #1TVSPORT
გარდაიცვალა ჩემპიონთა თასის ექვსგზის მფლობელი - მადრიდის „რეალმა“ ლეგენდა დაკარგა #1TVSPORT

89 წლის ასაკში გარდაიცვალა მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანსისკო ჰენტო.

ესპანელი მადრიდულ კლუბში 1953-71 წლებში თამაშობდა. საერთო ჯამში მან 600 მატჩი ჩაატარა და 182 გოლი გაიტანა.

ჰენტო ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, ვინც ექვსჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი.

ასევე მადრიდის „რეალში“ ის 12-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ესპანეთის თასი, 1960 წელს კი საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა.

ჰენტოს „რეალთან“ ერთად 23 ტიტული აქვს მოგებული, რაც საკლუბო რეკორდია. გასულ კვირას მას ამ მაჩვენებლით ბრაზილიელი მცველი მარსელო დაეწია.