განელი მოთამაშე ტაჯიკური პასპორტით, რომელიც აფრიკულ „იუვენტუსში“ თამაშობდა - „დინამო“ კიდევ ერთი ფეხბურთელს იმატებს #1TVSPORT
განელი მოთამაშე ტაჯიკური პასპორტით, რომელიც აფრიკულ „იუვენტუსში“ თამაშობდა - „დინამო“ კიდევ ერთი ფეხბურთელს იმატებს #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს „ნეფთჩისთან“ მატჩებამდე ტრანსფერზე კიდევ ერთ განელ ფეხბურთელს, დევიდ მავუტორს შეუთანხმდა.

დევიდ მავუტორმა საფეხბურთო კარიერა 2007 წელს განაში, „ზაივორდში“ დაიწყო, მერე კი ადგილობრივი „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა. 2013 წელს ტაჯიკეთში წავიდა და „რავშანის” მოთამაშე გახდა, ხოლო 2014 წელს ხელშეკრულება დუშანბეს „ისტიკლოლთან“ გააფორმა, რომლის ფორმითაც ტაჯიკეთის ჩემპიონატში 44 მატჩი ჩაატარა.

2018 წელს მავუტორი ყაზახეთის კლუბ „ჟეტისუში“ გადავიდა, ხოლო 2021 წლის დასაწყისში კრაკოვის „ვისლაში“ ჩაირიცხა, სადაც მხოლოდ 7 მატჩი ჩატარა და გოლი არ გაუტანია. საინეტერსოა, რომ განაში დაბადებული 29 წლის დავით მავუტორმა ტაჯიკეთის მოქალაქეობა მიიღო.

რაც შეეხება პოზიციას – „ვიკიპედიაში“ წერია, რომ განელი ფეხბურთელი ნახევარმცველია. თუმცა, „ტრანსფერმარკზემავუტორი ცენტრალურ მცველადაა მითითებული და საყრდენ ნახევარმცველად თამაშობს. „ტრანსფერმარკტი“ მის სატრანსფერო ღირებულებას 400 ათას ევროდ აფასებს.