„დინამომ“ განელი ლეგიონერი დაიმატა - ბარნს ოსეი კვიპროსიდან ჩამოვიდა #1TVSPORT
„დინამომ“ განელი ლეგიონერი დაიმატა - ბარნს ოსეი კვიპროსიდან ჩამოვიდა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს „ნეფთჩისთან“ შეხვედრამდე (7 და 14 ივლისს) „დინამო თბილისმა“ ლეგიონერი დაიმატა. საქართველოს პირველი არხის ცნობით, გუნდის წევრი ბარნს ოსეი გახდება.

ოსეი განელია. 26 წლის ფეხბურთელი ფლანგის შემტევი ნახევარმცველია. ის ბოლოს კვიპროსული კლუბ „ნეა სალამინაში“ თამაშობდა. ვარჯიშობდა პორტუგალიის „პასუშ დე ფერეირას“ ახალგაზრდულ გუნდში, რომელთანაც პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. პორტუგალიის ჩემპიონატში დებიუტი 2014 წლის 4 მაისს „რიო-ავესთან“ მატჩში ჰქონდა.

პასუშ დე ფერეირამ“ ოსეი 2015 წელს იჯარით გაუშვა ჯერ „უნიან მადეირაში“, 2017-2018 წლებში – „აროკაში“. განელი ფეხბურთელი შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა და 2019-2020 წლებში „აკადემიკაში“თამაშობდა, ხოლო „ნეა სალამინაში“ 2020-2021 წლებში სეზონი ჩაატარა და „დინამო თბილისში“ გადასვლ გადაწყვიტა.

ბარნს ოსეი 2015 წელს განას ახალგაზრდული ნაკრებში მიიწვიეს, რომლის ფორმითაც ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე სამი მატჩი ჩაატარა. გერმანული სამენეჯერო პორტალი განელი შემტევის სატრანსფერო ღირებულებას 350 ათას ევროდ აფასებს.

ბარნს ოსეი

დაიბადა 1995 წლის 8 იანვარს აკრაში, განა (26 წლის)

პოზიცია – შემტევი ნახევარმცველი/თავდამსხმელი

ახალგაზრდული კარიერა

2012-2013 პორტუგალიის დროშა Pasos de Ferreira

საკლუბო კარიერა

2013-2019 „პასუშ დე ფერეირა“ 67 (7)

2015 → „უნიან მადეირა“ 12 (1)

2017—2018  „აროკა“ 28 (3)

2019—2020 „აკადემიკა“ 22 (2)

2020-2021 „ნეა სალამინა“ 8 (0)