განათლების სამინისტროსთან პროფესორ-მასწავლებლები, მშობლები და განათლების სექტორში მომუშავე ადამიანების ნაწილი აქციას მართავს
განათლების სამინისტროსთან პროფესორ-მასწავლებლები, მშობლები და განათლების სექტორში მომუშავე ადამიანების ნაწილი აქციას მართავს. აქცია დაორგანიზებულია მოძრაობის, „ქართული განათლება საფრთხეშია“ მიერ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნაა სამინისტროს ხელმძღვანელობის გადადგომა და განათლების სფეროში რეპრესიების შეჩერება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემამ უკვე დაკარგა ხარისხის მართვის ორი ევროპული ორგანიზაციის, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობა.
ცნობისთვის, განათლების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს. ამის საპასუხოდ, განცხადება გაავრცელა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.