განახლებული კალენდარი და სხვა სანაკრებო სიახლეები - ქალები და ფუტსალის ნაკრებიც იწყებენ
განახლებული კალენდარი და სხვა სანაკრებო სიახლეები - ქალები და ფუტსალის ნაკრებიც იწყებენ

ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ნაკრების კალენდარი და სხვა ტურნირებზე ჩვენი ნაკრებების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ერთა ლიგის გათამაშების კალენდარი:

5 სექტემბერი: ესტონეთი – საქართველო

8 სექტემბერი: საქართველო – ჩრდ. მაკედონია

11 ოქტომბერი: სომხეთი – საქართველო

14 ოქტომბერი: ჩრდ. მაკედონია – საქართველო

15 ნოემბერი: საქართველო – სომხეთი

18 ნოემბერი: საქართველო – ესტონეთი

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლის სეზონი:

8/11 აგვისტო – საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდი

18/19 აგვისტო – პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

25/26 აგვისტო – მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი

15/16 სექტემბერი – მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი

22/23 და 29/30 სექტემბერი – პლეი-ოფი

20 ოქტომბერი/9 დეკემბერი – ჯგუფური ეტაპი

უეფას ევროპის ლიგა 2020/21 წლის სეზონი:

20 აგვისტო – საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდი

27 აგვისტო – პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

17 სექტემბერი – მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი

24 სექტემბერი – მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი

1 ოქტომბერი – პლეი-ოფი

22 ოქტომბერი/10 დეკემბერი – ჯგუფური ეტაპი

ქალები, 21-წლამდელები და ფუტსალის ნაკრები

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მინი-ტურნირი 7-13 ოქტომბერს შედგება. წილისყრა ქალაქ ნიონში სექტემბრის პირველ კვირას გაიმართება.

21-წლამდე ნაკრებთა საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩები სექტემბერ-ნოემბერში არის დაგეგმილი.

ევრო 2022-ის ფუტსალის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრები კი 2-11 ნოემბერს ჩაინიშნა.