„პარი სენ-ჟერმენის“ შვიდი ფეხბურთელი მოხვდა 2023-24 წლების სეზონის ლიგა 1-ის სიმბოლურ ნაკრებში.
საფრანგეთის ჩემპიონატის 11 საუკეთესო ფეხბურთელი პროფესიონალი ფეხბურთელების ეროვნულმა საბჭომ (UNFP) აირჩია.
სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ:
მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
მცველები – აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), მარკინიოსი (პსჟ), ლენი იორო (ლილი), ბრადლე ლოკო (ბრესტი)
ნახევარმცველები – ვიტინია (პსჟ), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ), პიერ ლე-მელუ (ბრესტი)
ფორვარდები – უსმან დემბელე (პსჟ), კილიან მბაპე (პსჟ), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (მარსელი).
ლიგა 1-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში „პარი სენ-ჟერმენის“ შვიდი ფეხბურთელი მესამედ მოხვდა – ასე იყო 2013 და 2018 წლებში. 2016 წელს ამ გუნდს სიმბოლურში რვა ფეხბურთელი ჰყავდა წარმოდგენილი.