გამოკითხვის თანახმად, ანგელა მერკელის საქმიანობით გერმანელთა მხოლოდ 20 პროცენტია კმაყოფილი
გაზეთ Handelsblatt – ის დაკვეთით , YouGov -ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევევის მიხედვით, გამოკითხულ გერმანელთა მხოლოდ 20 პროცენტია კანცლერ ანგელა მერკელის საქმიანობით კმაყოფილი.
ანგელა მერკელის კანცლერობით გამოკითხულთა 21 % უკმაყოფილოა, 33% კი, ძალიან უკმაყოფილო.
აღნიშნული გამოკითხვით, კიდევ უფრო ცუდი შედეგი აქვს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს . ფორს ზეეჰოფერის საქმიანობას დადებითად მხოლოდ გამოკითხულთა 15% აფასებს 52% კი, უკმაყოფილოა.
გამოკითხვა 24 დან 26 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა, მასში მონაწილეობა 2067- მა ადამიანმა მიიღო.