გამოძიება პეტრო პოროშენკოსთვის ხელშეუხებლობის მოხსნას ითხოვს
გამოძიება პეტრო პოროშენკოსთვის ხელშეუხებლობის მოხსნას ითხოვს

გამოძიება პეტრო პოროშენკოსთვის ხელშეუხებლობის მოხსნას ითხოვს. შესაბამისი თხოვნით უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ გენერალურ პროკურატურას მიმართა. როგორც გამომძიებლები აცხადებენ, საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე.

კერძოდ, უკრაინის ექსპრეზიდენტს კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ მოწოდებებსა და ძალაუფლების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ მიმართა უკრაინის რადასაც, რათა პოროშენკოს იმუნიტეტი მოუხსნან. ამის შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყება შესაძლებელი გახდება.

მანამდე უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში განაცხადეს, რომ პოროშენკო 13 საქმეში ფიგურირებს. მათგან 12-ში ყოფილ პრეზიდენტს მოწმის სტატუსი აქვს.

თავად პოროშენკომ განაცხადა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის არ ეშინია.