გამოცხადდა პირველი ნაკრები, რომლის თამაშებზეც მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ყველა ბილეთი გაიყიდა #1TVSPORT
გამოცხადდა პირველი ნაკრები, რომლის თამაშებზეც მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ყველა ბილეთი გაიყიდა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრები გახდა პირველი გუნდი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალისტთაგან, რომლის მატჩებზეც ჯგუფურ ეტაპზე ყველა ბილეთი გაიყიდა, – იტყობინება სააგენტო TN.

წყაროს ცნობით, დაახლოებით 40 ათასი ბილეთი არგენტინის მოქალაქეებმა შეიძინეს, დანარჩენი ბილეთები იყიდეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა არგენტინელებმა.

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე C ჯგუფში ითამაშებს და მისი მეტოქეები იქნებიან – საუდის არაბეთი (22 ნოემბერი), მექსიკა (26 ნოემბერი) და პოლონეთი (30 ნოემბერი).