გამოცემა Givemesport-მა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა #1TVSPORT
გამოცემა Givemesport-მა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა #1TVSPORT

ცნობილმა გამოცემამ, Givemesport-მა უეფა-ს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.

გამოცემის სიაში პირველ ადგილზე კარლო ანჩელოტია, რომელსაც ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეხუთედ მოგების შანსი აქვს, მეორე ადგილზე ხოსეპ გვარდიოლაა სამჯერ მოგებული ტიტულით, ხოლო მესამეზე – ზინედინ ზიდანი.

ჩემპიონთა ლიგის 10 საუკეთესო მწვრთნელი Givemesport-ის ვერსიით:

  1. კარლო ანჩელოტი (4 ტიტული)
    2. ხოსეპ გვარდიოლა (3 ტიტული)
    3. ზინედინ ზიდანი (3 ტიტული)
    4. ჟოზე მოურინიო (2 ტიტული)
    5. იუპ ჰაინკესი (2 ტიტული)
    6. სერ ალექს ფერგიუსონი (2 ტიტული)
    7. ლუის ენრიკე (1 ტიტული)
    8. ლუი ვან გაალი (1 ტიტული)
    9. იურგენ კლოპი (1 ტიტული)
    10. რაფაელ ბენიტესი (1 ტიტული)