გამოცემა „ეკიპმა“ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური გუნდი შეადგინა – შემადგენლობაში კრიშტიანო რონალდო ვერ მოხვდა #1TVSPORT
ავტორიტეტულმა ფრანგულმა სპორტულმა გამოცემამ, „ეკიპმა“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც ვერ მოხვდა ტურინირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო.
„ეკიპის“ ვერსიით, უეფა-ს მთავარი საკლუბო ტურნირის (წარსულში ჩემპიონთა თასი, ამჟამად ჩემპიონთა ლიგა) სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: რეი კლემენსი
მცველები: დანიელ კარვახალი, ფრანც ბეკენბაუერი, ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი
ნახევარმცველები/შემტევები: ლუკა მოდრიჩი, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, იოჰან კრუიფი, ჯორჯ ბესტი, ალფრედო დი სტეფანო
კრიშტიანო რონალდომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე 140 გოლი გაიტანა. ტურნირზე ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა (187), ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა შეასრულა (42) და ერთ სეზონში (2013/2014 წლებში 17 გოლი) ყველაზე მეტჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ის ტიტულს კარიერაში ხუთჯერ დაეუფლა – ერთხელ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში, ოთხჯერ კი – მადრიდის „რეალის“.