სარაგბო კლუბ „ლელოს“ ბაზაზე დაიწყო რაგბის კავშირის სხდომა, რომელმაც უნდა განიხილოს, გადაიდოს თუ არა 30 დეკემბერს ჩანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები.
ერთ-ერთი კანდიდატი წინადადებით შევიდა არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, რასაც სწორედ 25 დეკემბრის სხდომაზე განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ კავშირის პრეზიდენტობის სამი კანდიდატია – ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე.
„ლელოს“ ბაზასთან მობილიზებულია პოლიციაც, იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე საპრეზიდენტო კანდიდატების მხარეებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა.