გამგეობის სხდომა რაგბის კავშირში – გადაიდება თუ არა არჩევნები

15:21, 25.12.2020

სარაგბო კლუბ „ლელოს“ ბაზაზე დაიწყო რაგბის კავშირის სხდომა, რომელმაც უნდა განიხილოს, გადაიდოს თუ არა 30 დეკემბერს ჩანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები.

ერთ-ერთი კანდიდატი წინადადებით შევიდა არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, რასაც სწორედ 25 დეკემბრის სხდომაზე განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ კავშირის პრეზიდენტობის სამი კანდიდატია – ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე.

„ლელოს“ ბაზასთან მობილიზებულია პოლიციაც, იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე საპრეზიდენტო კანდიდატების მხარეებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი