გამარჯვება ყაზახურ გუნდთან - „საბურთალომ“ „მაქტარალი“ სიხარულიძის გოლით დაამარცხა #1TVSPORT
გამარჯვება ყაზახურ გუნდთან - „საბურთალომ“ „მაქტარალი“ სიხარულიძის გოლით დაამარცხა #1TVSPORT

საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ყაზახურ გუნდთან, „მაქტარალთან“ გამართა და 1:0 დაამარცხა.

მაქტარალი“ არის ყაზახეთის საფეხბურთო კლუბი ატაკენტიდან, რომელმაც პროფესიონალური კლუბის სტატუსი 2013 წელს მიიღო და პირველი ლიგის ჩემპიონატში ჩაერთო, ხოლო 2021 წლის სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და პრემიერ ლიგაში გავიდა.

ეს ორივე გუნდისთვის თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო შეხვედრა იყო. ყაზახეთის პრემიერ ლიგის კლუბთან დაპირისპირებაში ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გახსნა და როგორც საბოლოოდ გაირკვა, ომარ თეთრაძის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

„საბურთალო“: მეგრელიშვილი, ჩადუნელი, გელაშვილი, ჯგერენაია, ჯინდოლავა, ო. მამაგეიშვილი, პარუნაშვილი, სილაგაძე, ციცქიშვილი, გ. მამაგეიშვილი, სიხარულიძე

შეცვლაზე ითამაშეს: კაპანაძე, მამასახლისი, დადიანი, ასკურავა, შ. ნონიკაშვილი